“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პაპუაშვილი იქნება ეს თუ წულუკიანი, “ოცნების” ყველა წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით და ისინი ისტორიაში შესულები არიან როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტრები და ასე იქნება მომავალშიც”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პაპუაშვილი იქნება ეს თუ წულუკიანი, ყველა “ოცნების” წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით და თურმე სახელმწიფოში, სადაც პენსიები არ გაიცემოდა, ხალხი სიღარიბეში იყო, გადაიქცა პერსპექტიულ სახელმწიფოდ, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თურმე ეს ყველაფერი არის ისეთი სისტემა, რომელიც ევროპისთვის უნდა იყოს სამაგალითოდ ცუდი, მაგრამ პირიქით, ეს არის კარგი. რაც არ უნდა რუსული პროპაგანდისტული რუსული კლიშეებით იმეოროს ამ ხალხმა რუსული ნარატივი, უნდა გაიგონ, რომ ისტორიაში სხვანაირად ჩაიწერება ეს ყველაფერი და ევროპაშიც სხვანაირად იქნება აღქმული.
რაც შეეხება ვინ ებრძვის საქართველოს, საქართველოს ებრძვის ივანიშვილის ბანდა, რომელიც ანადგურებს ყველაფერს საქართველოში. როდესაც კრძალავ ოპოზიციურ პარტიებს, აწამებ ადამიანებს, აჩერებ ევროინტეგრაციის პროცესს, შეუძლებელია გაკეთდეს პოზიტიური განცხადებები და გადაიდგას პოზიტიური ნაბიჯები, ეს იქნება უპატივცემულობა საკუთარი თავის ევროპის მხრიდან და ამას, რა თქმა უნდა, არ იზამენ ევროპელები და უნდა შეეგუონ ივანიშვილის ბანდის წევრები, რომ ისინი შესულები არიან ისტორიაში როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები და ზოგადად ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტრები, ასე იქნებიან მომავალშიც”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.