საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს – ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტი მუშაობს, სანქციები ჭრის და რეჟიმი ირყევა.
“საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს – ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა.
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას მოუტანა დაუცველობა, სიღარიბე, ხალხის გაღატაკება, კრიზისი, ქაოსი, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია.
რეჟიმს აშკარა ბზარები გაუჩნდა. ეს უსისტემო გადაადგილებები და თანამდებობებზე კარუსელი აჩვენებს ერთ რამეს, რომ პროტესტი მუშაობს, სანქციები ჭრის და რეჟიმი ირყევა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.