spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა

ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს  საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 10 აპრილს ჩანიშნულ დებატებზე, სადაც საქართველოს შესახებ უნდა გაიმართოს მსჯელობა.

“ჩვენთვის საინტერესო არ არის,  ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს  საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში“, –  განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები