spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს

ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებს ეშინიათ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება, რადგან უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

“ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს. ბუნებრივია, რომ მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დასწრება. უამრავი დანაშაული აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი, შესაბამისად, ეშინიათ გამოცხადება იმ პროცესზე, სადაც მოხდება მათი მხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები