დღეს შიმშილობის 27-ე დღეა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და უცვლელია. ეს შიმშილობა არ შეწყდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანის მოწოდებაა, შევწყვიტო, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს მისი პრინციპული და საპროტესტო გადაწყვეტილებაა.
“ხარებას გილოცავთ მეგობრებო! ხვალ, 8 აპრილს დაანონსებულია აქცია ჩვენი მშობლების მეთაურობით, ყველას გთხოვთ, რომ დადგეთ ჩვენი მშობლების გვერდით, რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ ეს არ შეგვიძლია.
დღეს შიმშილობის 27-ე დღეა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და უცვლელია.
ეს შიმშილობა არ შეწყდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანის მოწოდებაა, რომ შევწყვიტო. ეს ჩემი პრინციპული და საპროტესტო გადაწყვეტილებაა.
განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო ყველა სინდისის პოლიტპატიმარი, გამძლეობას ვუსურვებ ბიჭებს. აქ სულ რამდენიმე მეტრი გვაშორებს ერთმანეთს.
ყოველ დღე ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის. ძალა ერთობაშია! გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერს გიორგი ჩიკვაიძე.