spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს კურსკის და ბელგოროდის ოლქებში, ომი იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც მოვიდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის მოხსენება მოისმინა, რომელმაც ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და უკრაინის ჯარების ოპერაციებზე რუსეთის კურსკის და ბელგოროდის რაიონებში.

“ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის და ბელგოროდის ოლქებში. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს სასაზღვრო რაიონებში მტრის ტერიტორიაზე და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც მოვიდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის მთავარი მიზანი, ისევე როგორც ადრე, უკრაინის მიწების, კერძოდ სუმისა და ხარკოვის რეგიონების მაქსიმალურად დაცვაა რუსი ოკუპანტებისგან.

“მნიშვნელოვანია, რომ კურსკის რეგიონში ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობისა და სიმტკიცის წყალობით, კურსკის მთელი ოპერაციის წყალობით, შესაძლებელი გახდა ზეწოლის შემცირება ფრონტის სხვა მიმართულებებზე, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში. აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ფრონტის გასწვრივ გაგრძელდეს რუსული ტექნიკის და ყველა ლოგისტიკის განადგურება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს შედეგებს, ზარალს აყენებს ოკუპანტს და იცავს უკრაინის პოზიციებს.

“და ასევე ბელგოროდის რეგიონი. ამ დღეებში აქტიური მოქმედებები – 225-ე თავდასხმის პოლკი. ყოჩაღ ბიჭებო! ვამაყობ თითოეულით, ვინც იბრძვის უკრაინისთვის!” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები