spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ვათენებთ საქართველოსთვის” – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

“ვათენებთ საქართველოსთვის” – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტების მშობლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან დღეს, 22:00 საათისთვის შეიკრიბებიან და ღამეს გაათენებენ.

მანამდე კი რამდენიმე საპროტესტო მარში და აქცია გაიმართება სხვადასხვაა ტერიტორიაზე, მათ შორის უნივერსიტეტებიდან. განრიგი კი ასეთია:

19:00 საათზე – თსუ-ის პირველ კორპუსთან მარში “შვილებიც აქ არიან”.

20:00 საათზე – მედიის სოლიდარობის მარში ფილარმონიიდან.

22:00 საათზე – აქცია პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლებს.

როგორც ცნობილია, 9 აპრილის მემორიალთან ღამის გათენების მიზანია, რომ 9 აპრილის დილას ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მიეცეთ.

აქტივისტების განცხადებით, აქციაზე სხვადასხვა მარშები შეერთდებიან.

“შემოგვიერთდება არაერთი მარში, ჟურნალისტების მარში, სტუდენტების მარში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თქვენგანი მოხვიდეთ, დაგვიდგეთ გვერდით იმიტომ, რომ ჩვენ დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასაც მოვითხოვთ”,  – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები