spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.

ზურაბიშვილს 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან.

პრაღაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკას ეწვევა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორსა და მისი გუნდის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, მოდერაციას გაუწევს ბიბლიოთეკის დირექტორი ტომაშ სედლაჩეკი.

დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები