spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ის, რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო, არის მიზანმიმართული ღალატი

გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება გამოსავალი, რომელიც გააერთიანებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას.

“დღეს საქართველოს სჭირდება გამოსავალი, რომელიც გააერთიანებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას.

პირველი ნაბიჯი – ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კოალიციური მთავრობა. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.

მეორე აუცილებელი ნაბიჯი – ევროკავშირთან და აშშ-თან სასწრაფოდ ურთიერთობის აღდგენა და მჭიდრო თანამშრომლობა.

მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით შეძლებს საქართველო აღიდგინოს თავისი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღოს ის მეტი უსაფრთხოება და დაცულობა, რაც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ჩვენი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო და დაუცველად. საკმარისია, შევცვალოთ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმი, დაჩქარებული წესით დაიწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეს მისცემს მეტ პერსპექტივას, მეტ შემოსავალს და მეტ დაცულობას.

მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო – ეს არის მიზანმიმართული ღალატი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”, – წერს გიორგი ვაშაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები