spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ოპოზიციას ერთადერთი გზა დარჩა აჩვენოს, რომ ქუჩის პროტესტის და ეროვნული წინააღმდეგობით ეს რეჟიმი გადატეხოს

როცა დიქტატურა მყარდება, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ეკრძალებათ ყველაფერი. ეს არის ის სცენარი, რაც ვიხილეთ ჩვენ ბელარუსში, პუტინის რუსეთში და ახლა უკვე ივანიშვილის საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნების” მიერ მიღებული კანონების მიზანი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩახშობაა.

“ოპოზიციას ერთადერთი გზა დარჩა აჩვენოს, რომ ქუჩის პროტესტის და ეროვნული წინააღმდეგობით ეს რეჟიმი გადატეხოს. ამ ქვეყანაში სხვა გზა აღარ არსებობს იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო რეპრესიული და უფრო შემზღუდავი ხდება თავისი ე.წ. კანონებით. მიზანი არის იგივე, რაც პუტინის რუსეთში იყო, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩახშობა. როცა დიქტატურა მყარდება, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ეკრძალებათ ყველაფერი. ეს არის ის სცენარი, რაც ვიხილეთ ჩვენ ბელარუსში, პუტინის რუსეთში და ახლა უკვე ივანიშვილის საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები