საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ელჩი რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
რობინ დანიგანს ადგილზე მყოფი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.
ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მოქალაქეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. ისინი ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მათ სიმბოლურად 04:00 საათზე 9 აპრილს დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს და ფიცი დადეს.