spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიმიტრი სამხარაძე – ეს დგას ახლა 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელშიც ბურჭულაძე საუბრობს იმაზე, რომ მისთვის დიდი პატივია, რუსული საოპერო სკოლის წარმომადგენელი რომ არის და მსოფლიოში როგორც რუს ბანს, ისე იცნობენ.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ამ განცხადების ავტორი პაატა ბურჭულაძე, ახლა 9 აპრილის მემორიალთან დგას და ქართველებს, რომლებიც გარდაცვლილი გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ, რუსებს უწოდებს.

“ეს დგას ახლა, რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები