საპროტესტო განწყობა არსებობს და 9 აპრილიც სწორედ იყო ძალიან დიდი პროტესტის გამოვლინება იმის მიმართ, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხებოდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანების განწყობა ძალიან კრიტიკულია.
“საპროტესტო განწყობა არსებობს და 9 აპრილიც სწორედ იყო ძალიან დიდი პროტესტის გამოვლინება იმის მიმართ, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხებოდა. დღესაც ძალიან დიდი საფრთხეა, რაც საქართველოში ხდება. აქ არიან პოლიტპატიმრების მშობლები და ჩვენ ვხედავთ, როგორია მათი განწყობა და დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ადამიანების განწყობა ძალიან კრიტიკულია და ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი დღეა საქართველოში პროტესტია. სიმბოლიკა, რომელიც აქ იყო, ფიცის დადებაც და სხვაც, სწორედ ამ სულისკვეთებას გამოხატავს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.