9 აპრილს საკუთარი ხალხის რუსთაველზე სისხლის დაღვრის შეეშინდათ და მიხვდნენ, რომ ამ ხალხს და გაწამებულ მშობლებს მხოლოდ ბრუტალური ძალით თუ გაწევდნენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” მიხვდა, რომ ეს ძალა ყველა ზღვარს გადადიოდა და უკან მოუბრუნდებოდათ.
“ეს ხალხი ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ 9 აპრილს საკუთარი ხალხის რუსთაველზე სისხლის დაღვრის შეეშინდათ და მიხვდნენ, რომ ამ ხალხს და გაწამებულ მშობლებს მხოლოდ ბრუტალური ძალით თუ გაწევდნენ. მიხვდნენ, რომ ეს ძალა ყველა ზღვარს გადადიოდა და უკან მოუბრუნდებოდათ. უბრალოდ შეეშინდათ, მეტი არაფერი. რიდი არაფრის არ აქვთ. ეს არის უბრალოდ ველური შიში, რომ უკან მოგიბრუნდება ის, რასაც გააკეთებ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.