spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბორჯომში 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კურტანიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის დასრულების შემდეგ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ადგილზე ღონისძიება გაიმართა.

“36 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქცია, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით დასრულდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი დაშავდა. 9 აპრილი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები