spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაატა ბურჭულაძე – ძალა ვიგრძენით ერთმანეთში, ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს საზოგადოების შეკრებაა

იმედის თვალით შეხედა ხალხმა თავის მომავალს იმიტომ, რომ ძალა ვიგრძენით ერთმანეთში. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს საზოგადოების შეკრებაა და მათ გადაწყვიტეს, რომ 9 აპრილი არის ჩვენი დღესასწაული, ჩვენი მწუხარება, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 9 აპრილი არის ყველას დღე და ვინც თვლის თავის თავს ღირსად, რომ მივიდეს მემორიალთან – უნდა მივიდეს.

“31 მარტი ცოტა გაურკვეველი დღე იყო და ძალიან ბევრი  ადამიანი იყო ძალიან უკმაყოფილო იმ დღის იმიტომ, რომ როდესაც პრეზიდენტი ამდენ ადამიანს ეძახის, რომ გამოდით და უნდა მოგმართოთო, სათქმელიც უნდა ჰქონდეს რაღაც. ფაქტობრივად, მას არაფერი არ უთქვამს არც ახალი და არც ძველი. ამის მერე მე დავაანონსე ეს აქცია და დღევანდელმა აქციამ დიდი შედეგი გამოიღო.

9 აპრილი არის ყველას დღე და ვინც თვლის თავის თავს ღირსად, რომ მივიდეს მემორიალთან – უნდა მივიდეს, ვისაც ფარისევლურად უნდა, რომ აჩვენოს ვინმეს, ამის ადგილი აქ არ არის. ყველა მოვიდა, ვინც ღირსია მოსვლის. აქ ხელი არავისთვის შეუშლიათ, ზოგიერთები იყვნენ, ვინც არ მიუშვეს, მაგრამ მოხდა პატარა ინციდენტები.

იმედის თვალით შეხედა ხალხმა თავის მომავალს იმიტომ, რომ ძალა ვიგრძენით ერთმანეთში. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს საზოგადოების შეკრებაა და მათ გადაწყვიტეს, რომ 9 აპრილი არის ჩვენი დღესასწაული, ჩვენი მწუხარება”,  – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები