გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიანულ-სოციალურმა გაერთიანებამ (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატებმა (SPD) კოალიციური შეთანხმება გამოაცხადეს.
ახალ მმართველ კოალიციას ბუნდესტაგში 630 ადგილიდან 328 ადგილი ექნება.
CDU-ს თავმჯდომარეს ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად სავარაუდოდ, 7 მაისს აირჩევენ. ის ოლაფ შოლცს შეცვლის.
მერცის თქმით, კოალიციური მოლაპარაკებები გლობალური პოლიტიკური ვითარების გამო დიდი ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა.
”შიგნიდან და გარედან ბევრი ძალა მუშაობდა არა ჩვენთვის, არამედ ჩვენს წინააღმდეგ”, – აღნიშნა მერცმა.
ფინანსთა მინისტრის თანამდებობას გერმანიის მთავრობაში ლარს კლინგბეილი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იოჰან ვადეფული, ბორის პისტორიუსი კი თავდაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. ის ახლა ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია გერმანიაში, რომელმაც რეიტინგით აჯობა როგორც წინა კანცლერ შოლცს, ასევე მომავალ მერცს.
2025 წლის თებერვალში გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო ჩატარდა.