გიდასტურებთ, მის ოჯახში, კერძოდ მშობლებთან მივიდა უწყისი, რომელშიც წერია, რომ ეს ეხება 20 ივნისს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება.
“როგორც იცით, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა გიდასტურებთ, მის ოჯახში, კერძოდ მშობლებთან მივიდა უწყისი, რომელშიც წერია, რომ გიორგი გახარია დაბარებულია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ეს არის მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, მივა თუ არა კომისიის სხდომაზე. ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ დაგიდასტუროთ, რომ ის არის დაბარებული.
უწყისში წერია, რომ ეს ეხება 20 ივნისს”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია დაიბარეს. საქმე 20 ივნისს ეხება.