spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – ივანიშვილი განსაკუთრებით სენსიტიურად აღიქვამს ფრანგულ, ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებს

ივანიშვილი ქონებას ფლობს საფრანგეთში და ამის გამო მისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია საფრანგეთის მხრიდან კრიტიკული განცხადება. ჩვენ მივესალმებით ამას და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული წესით მოხდება მისი არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება, – ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

“ივანიშვილისთვის საფრანგეთი არის საკმაოდ სენსიტიური თემა, რადგან ის არის საფრანგეთის მოქალაქე. ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე როგორ უფრთხილდებოდა ის ფრანგულ პასპორტს, ეს არის მისთვის საევაკუაციო გეგმასავით, სადაც ის თვლის, რომ სწორედ ფრანგული პასპორტით მოახერხებს კონკრეტული სანქციებისთვის გვერდის ავლას და ამ დროს, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქ ცხოვრობენ და გარკვეულ ქონებასაც ფლობს იქ, ამ ვითარებაში ფრანგული მხარის მხრიდან ასეთი კრიტიკული განცხადების გაკეთება არის ბუნებრივად ძალიან დამაზიანებელი. შესაბამისად, განსაკუთრებით სენსიტიურად აღიქვამს ის ფრანგულ სანქციებს, ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებს და იმის ახსნას არ დავიწყებ თუ რა გავლენა აქვს ამ სახელმწიფოებს. ჩვენ მივესალმებით ამას და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული წესით მოხდება მისი არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები