spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე სამადაშვილი – მოხარული ვართ, რომ რეზოლუციაში აისახა ორი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც აყენებს ქართველი ხალხი

მოხარული ვართ, რომ რეზოლუციაში აისახა ორი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც აყენებს ქართველი ხალხი, ის ადამიანები, ვინც უკვე თვეებია, იბრძვის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროტესტის და ბრძოლის შედეგია.

“მოხარული ვართ, რომ რეზოლუციაში აისახა ორი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც აყენებს ქართველი ხალხი, ის ადამიანები, ვინც უკვე თვეებია, იბრძვის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. მათი ბრძოლის შედეგია, რომ მათი მოთხოვნები არის ასახული და ევროპამ ძალიან ხმამაღლა განაცხადა, რომ სანამ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, სანამ არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, არანაირი აღიარება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არ ექნება, მათ შორის აქ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ ეყოლება წარმომადგენლობა საქართველოს, სანამ მას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი.

ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ რეზოლუციაში აისახა ის უკიდურესად შემაშფოთებელი ტენდენცია, რაც ხდება ქვეყანაში, როდესაც ძალიან სწრაფად იშლება უკანასკნელი დემოკრატიული საყრდენები”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 89 წევრმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგ წავიდა.

რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები