spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს? მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს

ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს? მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს. შესაბამისად, არც კომისია არსებობს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვინმეს პასუხი თუ უნდა, ხალხს უნდა მოუსმინოს რუსთაველზე.

“ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს? მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს. შესაბამისად, არც კომისია არსებობს. ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი. ე.წ. კომისია კი, ღალატის გარდა, არაფერს ნიშნავს. ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. ვინმეს პასუხი თუ უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე. იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები