ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მისი საკითხი, მისი სახელი, მისი პრობლემები, მისი ბიზნესპარტნიორების თემები, რომელიც არ შემოისაზღვრება მხოლოდ რუხაძით, ასევე აუცილებლად დგას დღის წესრიგში, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესმენების წინააღმდეგაც აუცილებლად უნდა იყოს სადამსჯელო ღონისძიება.
“გასაგებია, “ქართულმა ოცნებამ” უნდა იძახოს, რომ მათ სანქციები არ ადარდებთ, თუმცა რეალურად, ეს პარტიული თემა აღარ არის, არამედ ეს ძალიან სცდება პარტიის ჩარჩოებს, გადადის ბიზნესპარტნიორებზე, ოჯახის წევრებზე და ნებისმიერ პირზე, რომელიც შესაძლებელია დაეხმაროს სანქცირებულ ადამიანს თავის არიდებაში.
ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მისი საკითხი, მისი სახელი, მისი პრობლემები, მისი ბიზნესპარტნიორების თემები, რომელიც არ შემოისაზღვრება მხოლოდ რუხაძით, ასევე აუცილებლად დგას დღის წესრიგში.
აღსანიშნავია, რომ რეჟიმს აცოცხლებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც მათ გვერდით დგანან და შავი ფულით კვებავენ ამ მარბიელ რაზმებს. ამიტომ, მათ წინააღმდეგაც აუცილებლად უნდა იყოს სადამსჯელო ღონისძიება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.