spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თეა წულუკიანი –  სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც  ევგენი აფრასიძის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

“სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან  ეს ბავშვები გადარჩნენ და გიორგი აფრასიძე ცოცხალია, ჯანმრთელია. მათ ჰყავთ კიდევ ორი დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებ სიცოცხლეს გიორგი  ბარამიძის ნებისდა მიუხედავად და ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა.

დიდი მადლობა თქვენ, ნუ გაბოროტდებით, ვიდგეთ ისევ სამართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე. მე მიხარია, რომ თქვენ ბოროტება გულშიც  კი არ გაგივლიათ თქვენი ბებიის, დედის, მამის, ოჯახის დამსახურებაა და რაღაცნაირად ყველა ერთად შევეცდებით იმას, რომ სამართალმა იზეიმოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები