spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა ბესელია – ყველაზე ძლიერი მექანიზმი, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს შედეგამდე, ეს არის წინააღმდეგობები

ყველაზე ძლიერი მექანიზმი, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს შედეგამდე, ეს არის წინააღმდეგობები, როდესაც არ ეგუები რეპრესიას, – ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იგრძნო ივანიშვილმა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან რეპრესიებს.

“ყველაზე ძლიერი მექანიზმი, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს შედეგამდე, ეს არის წინააღმდეგობები, როდესაც არ ეგუები რეპრესიას. შეიძლება ეს მასშტაბურად ყოველდღიური არ იყოს, მაგრამ ისეთი თარიღები, როგორიც იყო 9 აპრილს, როგორიც იქნება 14 აპრილს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვიყოთ. უნდა ვაჩვენოთ არშეგუება.

9 აპრილს მემორიალთან ვერ მივიდნენ იმიტომ, რომ დაინახეს გაუტეხელი, გაბედული და თავგანწირული მშობლები პატიმრების. იგრძნო ეს ივანიშვილმა. სხვა ძალაა, როდესაც სინდისის პატიმრის მშობლები გესაუბრებიან. არაფერს შეუძლია, მაგ დროს დაგახევინოს. ასეთი გამბედაობა არ აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს. ის, რაც შეიძლება გააკეთოს პატიმრის დედამ, ის შეიძლება ვერ გააკეთოს სხვამ. ამიტომ, სხვამ სხვა ადგილას თავისი უნიკალური როლი შეიძლება შეასრულოს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები