spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი გახარია – ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი, უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი

ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი, უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი,  – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისის საქმეზე უნდა გამოიკითხოს სუსის ხელმძღვანელიც.

“20 ივნისზე გამოძიება ასევე დაწყებული იყო იმასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, თუ ვინ გასცა პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული გვქონდა და დღეს შეჩერებულია. ამასთან ერთად, 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმის მასალებში არის ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცნობდეთ იმიტომ, რომ თქვენ მიერაა იუსტიციის მინისტრობის დროს გაგზავნილი სტრასბურგში. იმედი მაქვს, სრულყოფილადაა გაგზავნილი

რაც შეეხება ფართო კონტექსტს, ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ, დაჯდა და გაიპარა.

მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმაც სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის. თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს იქნება ნახევარი სიმართლის კომისია. რაც შეეხება 20 ივნისის კონტექსტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარეს გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე უსმენენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები