გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი საგარეო ვიზიტით უკრაინას ეწვევა, – ამის შესახებ Welt წერს.
გამოცემის ცნობით, მერცი ვიზიტი 9 მაისს კიევში დაგეგმილ “მსურველთა კოალიციის” სამიტს დაემთხვევა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივის ნაწილია.
სამიტზე ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ჩასვლას.
ფრიდრიხ მერცი უკვე იმყოფებოდა უკრაინაში 2024 წლის დეკემბერში. მაშინ ის გერმანიის ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით იყო ჩასული და ზელენსკის შეხვდა.
მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობას სავარაუდოდ, 6 მაისს დაიკავებს.