spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაატა ზაქარეიშვილი – რუსეთს სჭირდება დემონსტრირება მთელ მსოფლიოში, რომ საქართველო არაფერი არაა, არარაობაა

რუსეთისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იყოს დამოუკიდებელი, რუსეთს სჭირდება დემონსტრირება მთელ მსოფლიოში, რომ საქართველო არაფერი არაა, არარაობაა, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც კი საქართველოში გაკეთდება, ეს იქნება რუსეთის მიერ ნებადართული.

“ამ თამაშში მთავარი ის არ არის, რუსეთი რას განაცხადებს, ყოველთვის მნიშვნელოვანია, საქართველო როგორ უპასუხებს. რუსეთის მენიუ წინასწარაა ხოლმე ცნობილი. მე მქონდა განცდა, რომ ახლა მაინც ფეხს აითრევდნენ, დაელოდებოდნენ ვითარებას, მაგრამ პაპუაშვილმა უცებ უპასუხა. აშკარად ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ არ არის მზად, ჩაჰყვეს რუსეთს ამ ტურბულენტობაში და რუსეთი მუდმივად ამოწმებს ქართულ პოლიტიკას, მის სმენადობას, რამდენად რეაგირებს საქართველო.

რუსეთისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იყოს დამოუკიდებელი, რუსეთს სჭირდება დემონსტრირება მთელ მსოფლიოში, რომ საქართველო არაფერი არაა, არარაობაა. სიმონიანიც ამ დონეზე დაგვცინის. ამ ფონზე რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა, ვინც იყურება ცალი თვალით მაინც რუსეთისკენ და ვინც “ქართულ ოცნებაში” ხედავს გამოსავლებს, რომ ქართველ ამომრჩეველს არავითარი ილუზია არ ჰქონდეს, რომ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკის მატარებელი. ყველაფერი, რაც კი საქართველოში გაკეთდება, ეს იქნება რუსეთის მიერ ნებადართული”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები