spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სასამართლომ გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

გივი თარგამაძე კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა და 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები