გახარიას იქ მისვლა იყო ძალიან მძიმე შეცდომა. “ქოცებისთვის” იყო მისული და “ქოცების” გასაგონად საუბრობდა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას კომისიაზე მისვლამ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არგო.
“გახარიას იქ მისვლა იყო ძალიან მძიმე შეცდომა. “ქოცებისთვის” იყო მისული და “ქოცების” გასაგონად საუბრობდა. ამას გარდა, არცერთი კვლევა არ აჩვენებს, რომ გახარიას ყოფილი “ქოცები” აძლევენ ხმას, ასეთი კვლევა არ არსებობს. ვიდრე ჩვენი კოალიცია იარსებებდა, “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეთა მეორე არჩევანი იყო გახარიას პარტია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხმას აძლევენ ან ხელისუფლებას, ან ყოფილ ხელისუფლებას.
რატომ მივიდა? არ ვიცი. ადამიანები სხვადასხვანაირად იტანენ შიშს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის. შიში ოხერია.
ეს იყო მძიმე შეცდომა, რომელმაც კარგი არ მოუტანა არც თავად მას, არც პარტიას და არც საზოგადოებას. ერთადერთი, ვისაც ამან არგო, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 14 აპრილს მივიდა.