არ მინდა, ორთვე-ნახევარში დავინახო ორი პოლიტიკური პარტია რაღაცა გამოგონილი არგუმენტებით მესაუბრებოდეს, რომ არჩევნებში უნდა შევიდეთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მისთვის არჩევნები გაუქმებულია.
“ბოლო დღეებია ბევრი საუბრობდა, რომ პარტიები გაუქმდებაო. ჩემთვის არჩევნებია გაუქმებული, ეს არის სიმართლე და არ ნიშნავს, რომ ეს რეალობა არ შეიცვლება. ძალიან მჯერა, რომ შეიცვლება და მინდა, სწრაფად შეიცვალოს, ვიდრე გვიან. კი, მჯერა, რომ 4 წელი დავკარგეთ იმიტომ, რომ მაშინდელმა ოპოზიციამ შესაბამისი სიმტკიცე ვერ გამოვავლინეთ და გუშინ, რომ ვუყურებდით ამ ადამიანებს, დამატებით შემრცხვა, ვის ხელში ვართ და ვის ხელში ვიყავით. იმაზე მძიმე კრიზისი ჰქონდათ მაშინ, ვიდრე წარმოგვედგინა, მაგრამ გატყდა ოპოზიცია.
ამ პროცესს სჭირდება სიცხადე, მკაფიობა, ოპტიმიზმის და მოტივაციის გაზრდა და არ მინდა, ორთვე-ნახევარში დავინახო ორი პოლიტიკური პარტია რაღაცა გამოგონილი არგუმენტებით მესაუბრებოდეს, რომ არჩევნებში უნდა შევიდეთ. არ გეტყვით, ვინაა ეს ორი პარტია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.