“ლილო მოლის” ტერიტორიაზე ხანძარია.
Front News-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფი და მიმდინარეობს ქრობის პროცესი.
როგორც Front News-ს ბაზრობაზე დასაქმებულებმა განუცხადეს, მათ ადგილზე შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ და ჯერჯერობით არ იციან რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.