spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მალაიზიის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, მალაიზიის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.

დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ტ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები