spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში ჩართულ 756 ბენეფიციარს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადად 100 ლარი ჩაერიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში ჩართულ 756 ბენეფიციარს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 100 ლარი ჩაერიცხა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფულადი დახმარება მიიღო:
მრავალშვილიანმა ოჯახებმა;
18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა;
მარტოხელა მშობლებმა;
დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა;
დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს);
საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ ვეტერანებმა (მათ შორის დევნილები);
ავღანეთის ომის ვეტერანებმა;
ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა;
9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა;
18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებმა;

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მატერიალური და მორალური მხარდაჭერაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები