თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა გამოაცხადა.
გელა ხასაიას გამოძიება 31 მარტის აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ის პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.