spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თამარ ჩერგოლეიშვილი – თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს გარემოებები, რომელთაც შექმნის ქართველი ხალხი

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც შექმნის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ფედერალისტები“ იმ გარემოებების ხელშეწყობაზე მუშაობენ, რაც ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანს.

“რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჭეშმარიტებას: თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც შექმნის ქართველი ხალხი.

28 ნოემბერს რომ ხალხს ქუჩაში არ ეხუვლა, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში იჯდებოდა – ეს ჩემი მტკიცე რწმენაა. იგივე მოხდება ახლაც. ხალხს თუ ექნა ბოიკოტის განწყობა, ვერც გახარია, ვერც „ლელო“ და ვერც „ენმ“ („აჰლიანად“) მონაწილეობას ვერ გაბედავს. თუ არ ექნა, ცოლ-შვილიც რომ დააგირაოს ყველა პარტიამ, მაინც დაარღვევენ.

პირობის დარღვევა დამატებითი ზიანია და ჩვენ გვჯერა, რომ საპროტესტო ელექტორატი იმედგაცრუებებისგან უნდა დავიცვათ.

“ფედერალისტები“ იმ გარემოებების ხელშეწყობაზე ვმუშაობთ, რაც ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს და უნებისყოფო ძალებს თეთრი დროშის ფრიალისგან შეაკავებს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები