ქალაქ წყალტუბოში გზებზე ორმოების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ქალაქის ცენტრში – ავალიანის, წერეთლისა და რუსთაველის ქუჩებზე მოასფალტების სამუშაოები სრულდება.
ადგილზე იმყოფებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საკრებულოს წევრი ავთანდილ მხეიძე.
მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის განცხადებით, წყალტუბოში განხორციელდა მასშტაბური პროექტი – საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რომელიც ძირითადად მიწისქვეშა სამუშაოებს ითვალისწინებდა.
“აუცილებელი გახდა დაზიანებული გზის საფარის აღდგენა, ეტაპობრივად მოხდება იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც ამ სამუშაოებისას დაზიანდა“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
გზების ტერიტორიაზე მოვლა-შენახვის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გზებთან ერთად (ცივი ტბის ტერიტორიაზე) სრულდება გამწვანების სამუშაოები, ცენტრალურ პარკში დამატებით განთავსდა ნაგვისშემკრები კონტეინერები.