spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კალასი – ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს

დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს, – ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.

როგორც კაია კალასი წერს, დაჩქარებულად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ემატება ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას.

“ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს“, – წერს კაია კალასი.

საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები