არ იყო სხვა ალტერნატივა, კონკურენტი არ იყო. სხვა არცერთ მოსამართლეს არ დაუყენებია თავისი კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლით აირჩიეს.
“ავირჩიეთ ეს ადამიანი და წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს. სხვა კანდიდატურა არ ყოფილა, სხვა არცერთ მოსამართლეს არ დაუყენებია თავისი კანდიდატურა და იყო ერთი კანდიდატურა და ამიტომ წარვადგინეთ.
მე ძალიან მალე მეწურება ვადა. 5 წლით აირჩევა თავმჯდომარე და მე დაახლოებით, წელიწადი და 9 თვე დამრჩა.
არ იყო სხვა ალტერნატივა, კონკურენტი არ იყო”, – განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან”.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს. ის პოსტს 5 წლით დაიკავებს.