გზავნილები, რაც მოდის “ოცნების” წარმომადგენლებისგან, პირდაპირ არის ზიანის პრევენციული კონტროლი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი თვის მონაპოვარს არ დათმობს.
“ის გზავნილები, რაც მოდის “ოცნების” წარმომადგენლებისგან, პირდაპირ არის ზიანის პრევენციული კონტროლი, იმიტომ რომ მათ იციან რა მოელის საქართველოს მათი რეჟიმის პირობებში, რომ არა თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა კიდევ უფრო გააღრმავებს ევროკავშირთან ურთიერთობებს და ინტეგრაციის გზაზე გააგრძელებს სვლას, არამედ საერთოდ უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაც აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში. ჩვენ უვიზოდ ვეღარ ვიმოგზაურებთ და ამიტომ აგუებენ საზოგადოებას, რომ მოუწევთ მათ მრავალსაათიან რიგებში ვიზებისთვის დგომა. ქართველი ხალხი თვის მონაპოვარს არ დათმობს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.