აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა 15 მარტს იემენელ “ჰუსიტებზე“ განხორციელებული თავდასხმის დეტალები Signal-ის კიდევ ერთ ჯგუფურ ჩატში გააზიარა, რომლის წევრებიც მისი მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ, – ამის შესახებ The New York Times წერს.
როგორც მედია წერს, ჩატისგან განსხვავებით, რომელშიც შეცდომით იყო ჩართული The Atlantic-ის ჟურნალისტი, ეს ჩატი შექმნა ჰეგსეთმა და მასში შედიოდა მისი მეუღლე და დაახლოებით ათი სხვა ადამიანი.
წყაროს თქმით, ჩატში განიხილებოდა საჰაერო დარტყმების განრიგის დეტალები.
პენტაგონში მომუშავე მაღალჩინოსნები ეჭვქვეშ აყენებენ, რომ ჰეგსეტმა თანამდებობის შენარჩუნება შეძლოს ბოლო სიახლეების შემდეგ.
მარტში The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა მაიკლ უოლცმა იგი Signal-ის ჩატში შეცდომით დაამატა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იემენში დარტყმებს განიხილავდნენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ჩატში არ ყოფილა რაიმე საიდუმლო ინფორმაცია.