კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც, წინასწარი ცნობებით, შეიარაღებულმა პირმა ახალგაზრდას რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა, რომელიც უკვე გაეწერა კლინიკიდან.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიებას და წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.