spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა 

Ipsos-ის გამოკითხვის შედეგებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ექვსი დღის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა დაახლოებით 42%-მა მოიწონა ტრამპის საქმიანობა პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამასთან, სამი კვირის წინ Ipsos-ის გამოკითხვამ 43%-იანი რეიტინგი აჩვენა, ხოლო იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ – 47%.

გამოკითხვის შედეგებით, 4 306 რესპონდენტიდან დაახლოებით 83%-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუნდაც მას ეს არ სურდეს. 57% არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტისთვის ნორმალურია უნივერსიტეტების დაფინანსების შეწყვეტა, თუ პრეზიდენტი არ ეთანხმება მათი მართვის წესს. 66% არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა აკონტროლებდეს კულტურულ დაწესებულებებს, როგორიცაა ეროვნული მუზეუმები და თეატრები.

ასევე, გამოკითხვის შედეგების თანახმად, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ინფლაცია, იმიგრაცია და სხვა, ამერიკელები, რომლებსაც არ მოსწონთ ტრამპის საქმიანობა, უფრო მეტი არიან, ვიდრე ისინი, ვისაც მოსწონს“.

ამასთან, რესპონდენტების დაახლოებით 59%-მა, მათ შორის რესპუბლიკელების მესამედმა, განაცხადა, რომ ამერიკა კარგავს ავტორიტეტს მსოფლიო არენაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები