ივანიშვილმა მოახერხა, რომ შექმნა ერთგვარი ჰიბრიდული ხელისუფლება და ამ ჰიბრიდში აიღო ყველაფერი ცუდი, რაც დამახასიათებელი იყო წინა ორი ხელისუფლებისგან, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ვიდრე 30 წლის განმავლობაში ყოფილა.
“შევარდნაძის პერიოდსაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარე დიდ უარყოფითთან ერთად, სააკაშვილის ხელისუფლებასაც ჰქონდა გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები და სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი მდგომარეობით მოახერხა, რომ შექმნა ერთგვარი ჰიბრიდული ხელისუფლება და ამ ჰიბრიდში აიღო ყველაფერი ცუდი, რაც დამახასიათებელი იყო წინა ორი ხელისუფლებისგან.
დღეს ვართ ბევრად უფრო მძიმე ვითარებაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა ეს ქვეყანა ამ 30 წელზე მეტის განმავლობაში”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.