spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – შეუძლებელია შევეგუოთ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას და სამი მილიონი ადამიანი დასანქცირებას

შეუძლებელია შევეგუოთ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას და სამი მილიონი ადამიანი დასანქცირებას, რომლებიც სხვადასხვა მიზნით იყენებენ ამ შესაძლებლობას, მაგრამ ევროპას აქვს თავისი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს “ქართული ოცნება” და ივანიშვილი, რომელსაც არჩევნები აქვს გაყალბებული, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ.

“ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში თუ ვინმეს ყველაზე ბევრი გაუკეთებია, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართულმა ოცნებამ” უბრალოდ ხელი მოაწერა, რადგან ორ წელიწადში ამას ვერ მიაღწევდნენ ისინი, ეს იყო გზის გაგრძელება და ვერ შეძლო “ოცნებამ” კურსის ცვლილება თავიდანვე, რასაც აკეთებს ახლა, ამიტომ შეუძლებელია შევეგუოთ სამი მილიონი ქართველის სანქცირებას, რომლებიც ამ ვიზას იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით. მარტო მე უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომლებმაც სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ ევროპას აქვს თავისი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს “ქართული ოცნება” და ივანიშვილი, რომელსაც არჩევნები აქვს გაყალბებული. ევროპა არ თვლის საერთოდ, რომ ისინი ხელისუფლება არიან, აღიარება არ აქვთ და როდესაც ითხოვ ცივილიზებულ სამყაროში ადგილს, არჩევნებს არ უნდა აყალბებდე, ქვეყანაში ავტორიტარიზმს არ უნდა ამყარებდე, დასავლეთს არ უნდა თვლიდე ომის დამწყებად და ქვეყანაში მედიას არ უნდა გუდავდე, ეს არის მინიმალური სტანდარტი”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები