spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი – მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა

მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა, რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი თავდასხმების ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, 100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაპატიმრებიდან.

“100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაპატიმრებიდან. ის პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა, რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი თავდასხმების ფონზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები