spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროცესს რამდენიმე სამართალდამცავი ესწრება, რამაც სხვიტარიძის ოჯახის წევრები გააღიზიანა და მათი დარბაზიდან გაყვანა მოითხოვეს, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა.

მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, დარბაზში კი მანდატურის თანამშრომლები დამატებით შეიყვანეს.

საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები