spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – გოგა, ძვირფასო, ძალიან მძიმე დღეები გელოდება

ეს ადამიანი მონაწილეობდა 19-20 წლის ბავშვების ცემაში, ლამის თავის ქალას ხდიდნენ. როცა ამას აკეთებ, ცხადია, პასუხისმგებლობა იქნება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შსს-ს მაღალჩინოსან ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გოგა მემანიშვილსაც მძიმე დღეები ელის.

“ეს ადამიანი მონაწილეობდა 19-20 წლის ბავშვების ცემაში, ლამის თავის ქალას ხდიდნენ. როცა ამას აკეთებ, ცხადია, პასუხისმგებლობა იქნება. რომ იმუქრებოდა – ამას გავლახავთო – შემხედეთ, შეხორცებულია ეს ყველაფერი და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ბრძოლისუნარიანი ვარ და ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, მაგრამ ამ ადამიანს (“ხარებას”) აღარაფერი ეშველება, ჰკითხოს თავის შვილს, თუ მოსწონს ასეთი მანიაკი მამა რომ ჰყავს. მასთან ფინანსურად დაკავშირებული ყველა ადამიანი საფრთხის ქვეშაა. კეთროვანი გახდა. ცოდოა, ვიღაცამ აუხსნას, რომ ძალიან მძიმე რეალობა დადგა მისთვის, მისი ოჯახისთვის.

იგივე გოგს მემანიშვილს, თუ ჰგონია, რომ მშვიდად უნდა დაიძინოს ახლა, რადგან არ მოხვდა ამ პაკეტში, ძალიან ცდება. გოგა, ძვირფასო, ძალიან მძიმე დღეები გელოდება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები