ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ინფორმაციით, სოფელ გუმათთან ორი აქტივისტია დაკავებული, კიდევ ერთი შეუძლოდ გახდა.
მათი თქმით, დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება აქტივისტს, რომელიც დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
დაახლოებით ნახევარი საათის წინ სოფელ გუმათთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რიონის ხეობის მცველები ხელების აწევით ცდილობდნენ, ბარიკადებს მეორე მხარეს გადასვლას, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.