საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი რეკომენდაციები გასაგებია.
ამასთან, მაჭარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ახსენებს, რომ შეთანხმებას თავად უგულვებელყოფენ, როცა დოკუმენტს ხელს არ აწერენ.
“ჩვენი პარტნიორები ბუნებრივად არიან დაინტერესებული, რომ ყველა ინსტიტუტი განვითარდეს. მათი რეკომენდაციები გასაგებია. მე ისიც მინდა, ოპოზიციას შევახსენო, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს და შეშფოთება გამოხატეს, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში თავის ფუნქციას არ ასრულებდა ოპოზიცია. სხვათაშორის, 19 აპრილის შეთანხმებას “ნაციონალური მოძრაობა” დღემდე არ აწერს ხელს და ჩვენი პარტნიორების მოწოდებას დღემდე უგულებელყოფენ.
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, პარლამენტი და კონსტიტუციური ორგანოების წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, მათ შორის, სასამართლო სისტემა დავაკომპლექტოთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.