spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – რა ჩხრეკა, რის ჩხრეკა, გომელაურს პარლამენტში მოსვლის წინ უნდა თავის მოწონება და ვერ მოიწონებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ გურამ ფალავანდიშვილის სახლში და “ალტ-ინფოს” ოფისში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მისვლის წინ თავის მოწონება სურს.

 

მისი განცხადებით, 5 ივლისის ყველა ორგანიზატორი და შემსრულებელი უნდა დაისაჯოს, ხელისუფლება კი – გადადგეს.

 

“რა ჩხრეკა, რის ჩხრეკა, ეკრანებზე ჩანს ყველაფერი, მაგრამ ვახტანგ გომელაურს ახლა, პარლამენტში მოსვლის წინ უნდა თავის მოწონება და ვერ მოიწონებს, რადგან დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც მოძალადეები წაახალისა და დროზე არ დასაჯა. 

 

5 ივლისის ორგანიზატორები და შემსრულებლები სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ, ხოლო ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს”, – განაცხადა გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები